Текст песни:
სულიკო
საყვარლის საფლავს ვეძებდი,
ვერ ვნახე.. დაკარგულიყო..
გულამოსკვნილი ვჩიოდი
სადა ხარ, ჩემო სულიკო?
ეკალში ვარდი შევნიშნე,
ობლად რომ ამოსულიყო,
გულის ფანცქალით ვკითხავდი
შენ ხომ არა ხარ სულიკო?
ნიშნად თანხმობის კოკობი
შეირხა... თავი დახარა,
ცვარ-მარგალიტი ციური
დაბლა ცრემლებად დაჰყარა.
სულგანაბული ბულბული
ფოთლებში მიმალულიყო,
მივეხმატკბილე ჩიტუნას
შენ ხომ არა ხარ სულიკო?
შეიფრთქიალა მგოსანმა,
ყვავილს ნისკარტი შეახო,
ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა,
თითქოს სთქვა დიახ, დიახო
დაგვქათქათებდა ვარსკვლავი,
სხივები გადმოსულიყო,
მას შევეკითხე შეფრქვევით
შენ ხომ არა ხარ სულიყო?
დასტური მომცა ციმციმით,
სხივები გადმომაყარა
და იმ დროს ყურში ჩურჩულით
ნიავმაც ასე მაƱ
Слова песни прочитаны: 634
Комментарии (0)